logo
ENG



რუსულმა არხმა LIVE-დან ამოჭრა ქართველი გულშემატკივრების "პუტინ ხუილო" შეძახილები

19 ივნ 202400:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/19/m3wx2zu18k6c2wi.jpg

რუსულმა არხმა Матч-ТВ-მა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველო-თურქეთის მატჩის პირდაპირი ეთერის ჩანაწერიდან ამოჭრა მონაკვეთი, რომელშიც ქართველი გულშემატკივრები "პუტინ ხუილოს" ყვირიან.

არხი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საქართველო-თურქეთის მატჩს პირდაპირი ეთერით აშუქებდა. 

Telegram არხებზე გამოქვეყნდა ვიდეოები, სადაც ჩანდა, რომ არხის პირდაპირ ეთერში ქართველი გულშემატკივრის შეძახილები გავიდა, რის შემდეგაც, ეს მონაკვეთი ამოჭრეს. 

THE INSIDER წერს, რომ მანამდე ამ არხმა არ აჩვენა უკრაინა-რუმინეთის თამაში და უარი თქვა უკრაინის გუნდის სხვა თამაშების პირდაპირი ეთერით ტრანსლირებაზე.


close დახურვა